დღე -IV
მეოთხე დღეს განვიხილეთ წინა დღის დავალებები, შემდეგ დავიწყეთ პროექტგაკვეთილის განხილვა, ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე სწავლა- სწავლების პროცესში, გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა power point-ი და გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტისათვის, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ამ გაკვეთილის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში. დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისაგან და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები.
No comments:
Post a Comment