Sunday, June 28, 2015

                                                                        IX- დღე

დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავაკეთეთ  ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, რაც ძალიან სახალისო იყო, ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხებზე, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, ძალიან კარგად ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ html -ის გაჯეტი, გაჯეტებზეც  კარგად ვიხალისეთ,  ვისწავლეთ ბლოგის წაშლა აღდგენა. ჩემთვის ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ 9 დღის განმავლობაში შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ კოლეგებს, დავეხმარები მათ პორტფოლიოს შექმნაში, საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში.

Saturday, June 27, 2015

                                                   VIII-დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა, დღეს  ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის მომზადება, გადავხედეთ პორთფოლიოს, სახელები შევუცვალეთ საქაღალდეში მოთავსებულ ფაილებს, ვისწავლეთ ამ ყველაფრის ატვირთვა drive-ში, გაჯეტები და link listi. ეს ყველაფერი ძალიან კარგი და საინტერესო იყო.

Thursday, June 25, 2015

VII-დღე

                                       VII-დღე

 გავიმეორეთ წინა დღის მასალა, კარგად ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,  დღევანდელი დღეც ნაყოფიერი ოყო.

Tuesday, June 23, 2015

VII-დღე

                                                               
                                                                 VI-დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა,  ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მოსწავლის პრეზენტაცია ( რაც ძალიან სახალისო იყო) შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი შეფასების რუბრიკები.  ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთინო ცერაძეს.



Sunday, June 21, 2015

ტრენინგის V დღე


                                              ტრენინგის V დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლობონები
2. კომენტარები ბლოგზე
3. მოსწავლის ნიმუშის შაბლონის შექმნა, დიზაინი, სურათის ჩასმა, ბლოგის სათაური, გაჯეტები, გამოკითხვა.
 ის რისი გაკეთებაც ჩემთვის უცხო და ძნელი იყო, ახლა ძალიან მარტივია. 

Friday, June 19, 2015

ტრენინგის IV დღე

                   
                                                                  დღე -IV

   მეოთხე დღეს განვიხილეთ წინა დღის დავალებები, შემდეგ დავიწყეთ  პროექტგაკვეთილის განხილვა, ვისაუბრეთ მის მნიშვნელობაზე სწავლა- სწავლების პროცესში, გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა power point-ი და გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტისათვის, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. ამ გაკვეთილის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში. დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, მივიღეთ სასარგებლო რჩევები ტრენერისაგან და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები.

Saturday, June 6, 2015

ტრენინგის III დღე

დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა  შევავსოთ  პროექტის გეგმა  (თავისი შპარგალკებით).ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იყო.  ბლოგში ვისწავლეთ ახალი ჩანაწერის დამატება და რედაქტირება.